სათაურმა არ დაგაბნიოთ: იტყვით, რონალდო ხომ “იუვენტუსში” თამაშობსო და ბუნებრივია ასეცაა, მაგრამ აქ კრიშტიანოს ადრინდელ არშემდგარ ტრანსფერზეა საუბარი. იქამდეც მივალთ, მანამდე თავიდან მივყვეთ და სერია ა-ს ვერგამოსული ტოპ მიდი-მოდი გავიხსენოთ.

 

ჯანლუიჯი ბუფონი “პარმადან” “ბარსელონაში”

როდის: 2001 წელი
ფასი: უცნობია
სად გადავიდა: “იუვენტუსი” (2001)

რა შეიძლება მომხდარიყო: ალბათ არ შეეშინდებოდა ბონანოს, პეპე რეინას და ვიქტორ ვალდესის კონკურენციის და მოიგებდა ესოდენ მიუღწეველ ჩემპიონთა ლიგას.

 

ფრანჩესკო ტოტი “რომადან” “რეალში”

როდის: 2003 და 2004 წელი
ფასი: დაახლოებით 50 მლნ ევრო
სად გადავიდა: გაიკეთა ლეგენდარული კარიერა მშობლიურ კლუბში

რა შეიძლება მომხდარიყო: ტოტის შესაძლოა ვერც გაეგო მადრიდული მწვრთნელების ხშირი ცვლის ტრადიციისთვის და ვერც მოეკიდა ძირითადში მყარად ფეხი. მერე ალბათ ისევ მშობლიურ “რომაში” დაბრუნებას და კარიერის იქ დასრულებას მოისურვებდა.

 

ალესანდრო დელ პიერო “იუვენტუსიდან” “მანჩესტერში”

როდის: 2006 წელი
ფასი: უცნობია
სად გადავიდა: “იუვეში” დამთავრება უნდოდა, მაგრამ ბოლოს ინდოეთში აღმოჩნდა

რა შეიძლება მომხდარიყო: მკვლელი შეტევა იქნებოდა: კრიშტიანო – რუნი – დელ პიერო. ალექსი გახდებოდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას.

 

კრიშტიანო რონალდო “სპორტინგიდან” “იუვენტუსში”

როდის: 2003 წელი
ფასი: 5 მლნ ევრო პლუს მარსელო სალასი
სად გადავიდა: “მანჩესტერი”

რა შეიძლება მომხდარიყო: შესაძლოა სპეციფიურ იტალიურ ფეხბურთში რონალდოს კარიერა ასე სწრაფად ვერ განვითარებულიყო. არ არის გამორიცხული სკამზეც გაეტარებინა დრო, სანამ ტაქტიკურ ლაბირინთებში გაერკვეოდა. 18 წის ბიჭისთვის რთული იქნებოდა პაველ ნედვედის ამოგდება. თუმცა რამდენიმე წელიწადში “იუვედან” მაინც წავიდოდა კალჩოპოლოს გამო და მაინც გახდებოდა დიადი.

 

დევიდ ბექჰემი “ლოს ანჯელესიდან” “რომაში”

როდის: 2010 წელი
ფასი: იჯარა
სად გადავიდა: “მილანი” (2010)

რა შეიძლება მომხდარიყო: თავისი გამოცდილებითა და ოსტატობით შესაძლოა დახმარენოდა რომაელებს უკეთ ჩაეტარებინათ სეზონის ბოლო და ტიტული წაერთმიათ “ინტერისთვის”.

 

პოლო მალდინი “მილანიდან” “ჩელსიში”

როდის: 1999 წელი
ფასი: უცნობია
სად გადავიდა: დარჩა, რათა ლეგენდა გამხდარიყო

რა შეიძლება მომხდარიყო: იტალიის თასის მაგივრად მოიგებდა ინგლისის თასს, ხოლო აბრამოვიჩის მოსვლის შემდეგ ჩემპიონატსაც და ჩემპიონთა ლიგასაც. გახდებოდა “ჩელსის” ლეგენდა და კარგ წყვილს შექმნიდა ჯონ ტერისთან. კარიერის შემდეგ გადაინაცვლებდა ან სპორტული ან კომერციული დირექტორის სავარძელში.

 

 

რონალდო “რეალიდან” “ინტერში”

როდის: 2007 წელი
ფასი: უცნობია
სად გადავიდა: “მილანი” (2007)

რა შეიძლება მომხდარიყო: გიჟური წყვილი გახდებოდა იბრაჰიმოვიჩი – რონალდო. რა საინტერესო იქნებოდა ამათი ერთად ნახვა. ნეტა ვინმე თუ გაუძლებდა?

 

 

ანდრეა პირლო “მილანიდან” “ბარსელონაში”

როდის: 2011 წელი
ფასი: იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის ნაწილი
სად გადავიდა: “იუვენტუსი” (2011)

რა შეიძლება მომხდარიყო: ალბათ მარტივად შეეგუებოდა გვარდიოლას სტილს. 50-მეტრიანი დიაგონალური გადაცემების დავიწყება მოუწევდა, მაგრამ ერთი პასით სამი-ოთხი კაცის მოტეხვას შეძლებდა. ტიტულები… იმ მომენტისთვის უკვე საკმარისად ქონდა, ალბათ სიამოვნებას მიიღებდა.

 

 

ლიონელ მესი “ბარსელონადან””ინტერში”

როდის: 2006 წელი
ფასი: 150 მლნ ევრო
სად გადავიდა: გახდა “ნოუ კამპის” ღმერთი

რა შეიძლება მომხდარიყო: ვალების გამო მორატის “ინტერის” გასხვისება ბევრად ადრე მოუწევდა.

 

 

მსგავსი თემები