LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესმის, რთულია, მაგრამ ყველაზე მთავარია ადამიანის სიცოცხლე – კალაძე ტრანსპორტის ჩაკეტვაზე

78
image-2021-09-05-212720

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩაკეტვის მთავარი მიზანი მობილობის შემცირებაა. მისივე თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგები ეტყვიან, რომ არის ტრასპორტის გახსნის შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილებას მაშინვე მიიღებენ.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიღებული არის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან და როგორც კი ჩვენ მოგვცემენ შესაძლებლობას და გვეტყვიან, რომ დღეს არის ტრანსპორტის გახსნის შესაძლებლობა, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. რატომ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაკეტვა? იზრდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად, გვეღუპებოდა ძალიან ბევრი ადამიანი ყოველდღიურად და შესაბამისად, მობილობის დაგდება ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა და დღეს უკვე ხედავთ შედეგებს.

უკვე წამოსულია ინფიცირებულთა რაოდენობა ქვემოთ და როგორც კი ჩვენ გვეტყვიან, რომ გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაშინვე მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსები დაიწყებენ მუშაობას. მესმის, ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ჩემთვის მთავარი არის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები