LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესმის, ზოგიერთ ახალგაზრდას სისხლი უდუღს, ჰგონია, რომ რაღაც ხდება, მაგრამ სინამდვილეში, არაფერი არ ხდება – სუბარი დმანისის დაძაბულობაზე

80
fortuna.ge--2021-02-23-12-58-18-574260

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის შეფასებით, დმანისში გუშინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტი ორგანიზებული იყო.

მისივე თქმით, კონფლიქტში მონაწილე პირების ოჯახის წევრები მომხდარს ემიჯნებიან.

„გუშინ, რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ აბსოლუტურად ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი იყო. არ ვიცი რა მოხდა, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანიზებული იყო. ალბათ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, ოღონდ,იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მომხდარს აბსოლუტურად ემიჯნებიან. ისინი ამბობენ, ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ პრაქტიკულადო. ამიტომ, არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება, არც სხვა მხრიდან მოსულებისგან და არც ადგილობრივების მხრიდან. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები ერთად ცხოვრობდნენ, იცხოვრებენ მომავალშიც. ყველას მოვუწოდებ, ესკალაციას ნუ მისცემს ამ ვითარებას, მესმის, ზოგიერთ ახალგაზრდას შეიძლება სისხლი უდუღს, ჰგონია, რომ რაღაც ხდება, მაგრამ სინამდვილეში, არაფერი არ ხდება“, – განაცხადა სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g