LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტია ჩაიკეტა: დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება

382
epa08314775 Georgian servicemen inspects cars and people at an entrance to the town of Marneuli, some 40 km from the capital of Tbilisi, Georgia, 23 March 2020. The Georgian government has quarantined the municipalities of Marneuli and Bolnisi and put them on lockdown on 22 March 2020, reports state. Countries around the world are taking increased measures to stem the widespread of the SARS-CoV-2 coronavirus which causes the Covid-19 disease.  EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

“კოვიდ 19” -ის შემთხვევების მატების გამო მესტიაში შესვლა და გამოსვლა იზღუდება. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.

მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა – ჩაიკეტება თუ არა რეგიონი

“დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის, საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის”, — განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით კი საპანიკო არაფერია და სიტუაცია მართვას ექვემდებარება.

“გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. ყველა იქნება მიხედილი, არავი იქნება ყურადღების გარეშე. არაფერი საპანიკო არაა. ვმართავთ ამ პროცესს”, – აცხადებს გახარია..

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.  ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ინფიცირებულები შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 5 ეკიპაჟი ღრმა ეპიდემოლოგიურ კვლევას ჩაატარებს.