LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილო პოდოლიაკი – ყირიმი არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის, ყველაფერი ჯერ ახლა იწყება

133
FM8VDcfXwAQr31T

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნების შემდეგ შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი, უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი იქნება და არა ტერორისტების სამხედრო ბაზა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია – გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია.

“ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი. ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის. ყველაფერი ჯერ ახლა იწყება“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g