LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

551
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:46-იდან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მათ, ვინც ავტომობილს მართავს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავტომობილის შესაძენად, თვითშემეცნებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისგან. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. მოერიდეთ ცომეულის და ცხარე საკვების მირთმევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და მწვანე, შავი და ლურჯი, ასევე ოპალი, ტოპაზი და იასპი, ამეთვისტო და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზღდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და სასწორს, მშვილდოსნს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები