LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

169
მიხეილ ცაგარელი

გუშინდელი სავსემთვარეობის ნეგატიური გავლენა დღესაც გაგრძელდება, რაც  ჯანმრთელობის დამძიმებით, ემოციური არასტაბილურობით და გუნება-განწყობის გაფუჭებით გამოიხატება.

დღეს მზე ერთი თვით კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადავა, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებები – ერთის მხრივ, კონსერვატულობა, ორგანიზებულობა და ყაირათიანობა, გააზრებულად მოქმედების, სტაბილურობის მოპოვების, ტრადიციების დაცვის სურვილი, მეორეს მხრივ კი, სიჯიუტე და სიზარმაცე გაძლიერდება.

პლანეტა ვენერას ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა კი, ნეგატიურად აისახება სასიყვარულო ურთიერთობებზე, რადგან პარტნიორები ვერ შეძლებენ აგრესიის და ეგოიზმის, სულსწრაფობისა და დიქტატურისკენ მიდრეკილების გაკონტროლებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავტომობილის შესაძენად. ნაკლებად წარმატებული იქნება მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, მოერიდეთ უკმეხ გამონათქვამებს, უმიზეზოდ გაბრაზებას და ეჭვიანობას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი და მწვანე, ყვითელი და ლურჯი, ასევე ოპალი, იასპი, ტოპაზი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, დაძაბული დღე ელით ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები