LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

322
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 08:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული სიფხიზლის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა არ შექმნან ავარიების საფრთხე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად და ავტომობილის შესაძენად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, გასართობი და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად. მოერიდეთ მოგზაურობას და ბინის შეცვლას, სესხის აღებას და თანხის ვალად გაცემას.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. თუმცა, არ ღირს ოპერაციის გაკეთება დასუსტებულ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ლურჯი, ცისფერი და მწვანე, ასევე ოპალი, ტოპაზი და ქრიზოპრაზი, იასპი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ლომი და სასწორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები