LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

700
cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ლომის, მთვარე კი მეტად სამართლიანი და მშვიდობისმოყვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.

მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რადგან დღეს განსაკუთრებით გაძლიერდება მომავლის განჭვრეტის უნარი.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, რადგან ეჭვიანობისა და წყენის ფონზე არა გამორიცხული აბსოლუტურად უმიზეზო კონფლიქტი გამოიწვიოთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და სტომატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად. მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას. თავი შეიკავეთ თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები