კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის განცხადებას, რომ „ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს და ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ ჭამს“, – სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ეხმიანება.
„ის კი არა, რომ უარს ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს… მე ხომ მომსწრე ვარ ამის, ხანდახან.. ორი ლუკმა ჩაიდო და უკაცრავად, ამოაბრუნა უკან“, – აცხადებს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, დღეს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრის დროს განაცხადა:
„მისი დაავადებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პაციენტს ყველაფერი უკეთდება, ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება, მაგრამ მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი, ამიტომ ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტზეც, ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ“.
ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი: ევროპამ არ უნდა დაუშვას სააკაშვილის ციხეში სიკვდილი