LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილზე: იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ ჭამს

236
მიშა და ჩხაიძე

იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, ისიც სასურველ დროს, სასურველ დღეებში – აცხადებს “ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩხაიძის მტკიცებით, კლინიკა ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა, მისივე სიტყვებით, “პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა”.

ჩხაიძის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია.

მისივე თქმით, კლინიკა აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც.

„მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია, შესაბამისად გრძელდება მკურნალობა. შემიძლია გითხრათ, რომ წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, მხოლოდ უმნიშვნელო წნევის ცვალებადობა იყო.

რაც შეეხება საკვების მიღებას. მისი დაავადებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პაციენტს ყველაფერი უკეთდება, ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება, მაგრამ მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი, ამიტომ ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტზეც, ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ.

რატომ ველოდებით უარესს? მდგომარეობა მისი არის საყურადღებო, რა თქმა უნდა, მაგრამ გრძელდება მკურნალობა და შესაბამისად, უკეთდება ყველაფერი, მაგრამ კიდევ გეუბნებით, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც, ეს რთული პროცესია, პაციენტი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად.

მკაფიოდ ვამბობ, კლინიკა აკეთებს ყველაფერს, რაც არის გასაკეთებელი, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. პაციენტს სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ნებისმიერი პაციენტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კლინიკისთვის, ნებისმიერი პაციენტის მკურნალობაზე და მკურნალობის გამოსავალზე კლინიკამ პასუხი უნდა აგოს“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი: ევროპამ არ უნდა დაუშვას სააკაშვილის ციხეში სიკვდილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g