LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე: სასამართლო პროცესების ციხეში გაგრძელებას არ გეგმავს

63
ბადრი კოჭლამაზაშვილი

„სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას, ამას აქვე დავუსვამ წერტილს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს,“ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მანვე განმარტა, სასამართლო პროცესები ციხეში მასაც ჩაუტარებია, თუმცა, ამისთვის საკმარისი საფუძველი და აუცილებლობა უნდა არსებობდეს.

„დაცვის მხარის მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესების პენიტენციურში ჩატარებას აპირებს, რომ თითქოს, ფარსში მონაწილეობს, ამას აქვე დავუსვამ წერტილს – სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

მოგეხსენებათ, პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს და აუცილებლობა. როგორც წესი, ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული ითხოვს ამას,“- განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

როგორც მოსამართლემ ასევე აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მდგომარეობა, გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ ითხოვს ამას.

„ბუნებრივია, მის გარეშე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დისტანციურ ფორმას, დაცვის მხარის მხრიდან არ მომისმენია ამაზე ინფორმაცია, თუ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას მოხარული ვიქნები,“ – აღნიშნა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

„ბატონო ბადრი, რაც თქვენ გააჟღერეთ, ერთად აღებული, ან ცალ-ცალკე თქვენი უპირობო აცილების საფუძველია და ამ შუამდგომლობას ვაყენებ. თქვენ რომ ობიექტური და მიუკერძოებელი მსაჯული არ ხართ, აქამდეც ვიცოდით, ამაზე სერიოზული ეჭვები გვაქვს და დადასტურებული ფაქტებიც. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდეც მკაფიო აზრი გვქონდა ამაზე,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს – მოსამართლე პირადად იღებდა დავალებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამდე არ ჩაენიშნა სხდომა: ადვოკატი

„სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეიძლება შეფასდეს წამებად. რაც ჩვენ ვნახეთ, საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება“ – უკრაინის ომბუდსმენი საქართველოშია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები