LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს – მოსამართლე პირადად იღებდა დავალებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამდე არ ჩაენიშნა სხდომა: ადვოკატი

94
ბექა-ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პენიტენიცური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურნენ.

საუბარია განცხადებაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, რომლითაც პენიტენციურმა სასამსხურმა განმარტა, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. უწყება მიზეზად უსაფრთხოებას და სააკაშვილის ჯანმრთელობას ასახელებს.

დღეს ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი დაცვის უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმის განმხილველი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი პირდაპირ დავალებას იღებდა, დალოდებოდა, როდის გაუარესდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ თურმე, რომ პენიტენციური არ აპირებდა სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოში.

მაშინ, როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ, რომ სააკაშვილის პროცესები უნდა შედგეს და მას მიეცეს პროცესებზე დასწრების უფლება, პენიტენციურ სასამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ტქნიკურ მიზეზს იტყვის ალბათ.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც.

სასამართლო სხდომა არ ჩაინიშნა მანამდე, ვიდრე სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. სწორედაც, ბადრი კოჭლამაზიშვილი პირადად იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ ეს პენიტენციურს მიზეზად მოეტანა, მანამდე არაფრის დიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი. 10 ნოემბერს სააკაშვილს შეეძლო სასამართლოში მოსვლა და არ მოიყვანეს.

ყველას ესმის ამ ქვეყანაში, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ბექა ბასიალაიამ.

რაც შეეხება მეორე მიზეზს სააკაშვილის ეტაპირებასთან დაკავშირებით, ბასილაია ამბობს, რომ სუსის განცხადება თავიდანვე იყო „თითიდან გამოწოვილი.“

„მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში დაუბრკოლებლად , ყოველგვარი ექსცესის გარეშე გადაიყვანეს თუ არა? გადაიყვანეს. ვინმემ შეუშალა ხელი? იყვნენ მოქალაქეები მობილიზებული? არა. ეს არის მითიური, ცრუ საქმე, საიმისოდ, რომ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლბა სასამართლოში გამოცხადების“, – ამბობს ის.

ადვოკატის თქმით, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და სასამართლოსგან მოისმენენ მიზეზს, რატომ ვერ მოხერხდა სააკაშვილის სასამართლოში გადმოყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g