LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

109
სააკაშვილი

მიეცემა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლოს სხდომაზე დასწრების საშუალება ამ დრომდე უცნობია.

საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეზე ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე გაიმართება.

სააკაშვილის უფლებადამცველების ინფორმაციით, პატიმარი მზად არის დანიშნულ პროცესს დაესწროს. ადვოკატები განმარტავენ, რომ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი არსებობს.

აქვე, მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა მზადაა სასამართლოს წინაშე წარდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g