LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსად აღარ იღებენ ჩვენს მთავრობას და აქაც ჩამოდიან ჩემს საკითხზე, ეს არის რეალობა – სააკაშვილი

116
ჰჰჰჰ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

„დღეს ყველამ კარგად იცის, რისთვის მასამართლებენ. მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსებს და არ ჩავაბარე საქართველო.

მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის წევრების ძალიან დიდმა და ყველაზე დიდმა ავტორიტეტებმა.

საქართველოში ბოლო თვეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე, უკაცრავად. ეს არის რეალობა – არსად აღარ იღებენ ჩვენს მთავრობას და აქაც ჩამოდიან სააკაშვილის საკითხზე, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ასეთი სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე.

არ შეიძლება, ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე, ეს არ შეიძლება, ეს არის სირცხვილი. აქ პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი. მე მინდა, ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც თავს ქართველად მიიჩნევს, ეს არის საუკუნოვანი სირცხვილი, ის, რაც ხდება ჩვენსა და უკრაინას შორის და ის, რაც ხდება ჩემთან მიმართებაში.“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები