LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონერ თორნიკე ქებურიას მეუღლე ქმრის გვარზე გადავიდა: „ჩემი სუპერძალა ისაა, რომ შევძელი, ოჯახი, სწავლა და საქმე ერთმანეთისთვის შემეთავსებინა…“

15775
keti-jghenti

„ქრონოგრაფის“ ახალ ვიდეორგოლში ქალის სუპერ შესაძლებლობებზე საუბრისას მილიონერ თორნიკე ქებურიას მეუღლე, ქეთი ჟღენტი საკუთარ თავს ამჯერად უკვე ქმრის გვარით წარადგენს. მას „ინსტაგრამის“ გვერდზე თავის გვარს ასევე ქმრის გვარი დაუმატა და ახლა უკვე ჟღენტი-ქებურიაა. წყვილს მესამე შვილი ახლახან შეეძინა.

ქეთი აღნიშნავს, რომ წარმატებით უთავსებს ერთმანეთს კარიერას, ოჯახსა და სწავლას და მისი მიზანია, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეს…

ქეთი ქებურია: 

„ვარ 23 წლის, სამი შვილის დედა ვარ. ვსწავლობ ბიზნესადმინისტრირებაზე, მარკეტინგის განხრით და ვარ სილამაზის სალონის დამფუძნებელი. ჩემი სუპერძალა, როგორც ქალის, ალბათ ისაა, რომ შევძელი, ისე შემეთავსებინა ოჯახი, საქმე და სწავლა, რომ ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ათი წლის შემდეგ რა იქნება, რთული სათქმელია, მაგრამ ჩემი მიზანია, გავხდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, როგორც სწავლა-განათლების, ასევე ბიზნესის მხრივ. ჯერ ყველაფერი ახალი დაწყებული მაქვს და ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო და კარგი ცხოვრება მაქვს გასავლელი…“

მილიონერ თორნიკე ქებურიას მეუღლე, ქეთი ჟღენტი მშობიარობიდან ორ კვირაში იდეალურ ფორმაში ჩადგა

ვიდეო: მილიონერმა თორნიკე ქებურიამ მეუღლეს ვალენტინობის დღეს ულამაზესი თაიგული მიართვა

ფოტო: მილიონერი თოშა ქებურია ახლად შეძენილ შვილთან ერთად პოზირებს

ფოტო, ვიდეო: ნახეთ, როგორი დახვედრა მოუწყო მესამე შვილს თოშა ქებურიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები