LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმართვა ბიზნესს: “პირველივე კვირას თანამშრომლების ნოლზე დატოვებას არანაირი ახსნა არ აქვს!..”

125
ako-axalaia-newsss

marketer.ge-ს დამფუძნებელი, აკო ახალაია აქვეყნებს პოსტს, სადაც ბიზნესში შექმნილ მდგომარეობას და ლიდერების მხრიდან თანამშრომლების მიმართ არასწორ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.

გთავაზობთ მის სტატუსს სრულად:

“მარკოზაშვილმა მითხრა, ნამდვილ ლიდერს არ სჭირდება სკამი/თანამდებობა ის ნებისმიერი პოზიციიდან ლიდერობს და აღიქმება ლიდერადო. საოცარ ისტორიებს ვისმენ და ვაკვირდები. ლაივში ვუყურებთ, როგორ ჩამოიშალნენ ეს პლასტმასის “ლიდერები”, როგორ ადგნენ კომპანიები და პირველ რიგში “ეძგერნენ” საკუთარ კადრებს. უხელფასო შვებულებები, სამსახურიდან გაშვებები, გაუგებრობა. არადა თვეების წინ იგივე ხალხი/კომპანიები “რითრითზე”, “თიმბილდინგზე”, ლიდერშიპის გაძლიერებასა და “არალოიალურ” კადრებზე ბჭობდნენ.

ეკონომიკურ კრიზისს რა შეუძლია, ჩემზე კარგად ბევრს არ ეცოდინება, მაგრამ საერთოდ 0-ზე თანამშრომლის დატოვებას არანაირი ახსნა არ აქვს (თან პირველივე კვირას და თვეს).

ელაპარაკეთ ამ ხალხს, დადეთ მაგიდაზე სიმართლე და უთხარით რა პრობლემები შეგექმნათ, რა პროგნოზები გაქვთ, რამდენ ხანს გაქვთ ხელფასის გადახდის მარაგი, როდიდან მოგიწევთ შემცირება და როდის დაჯდებით 0-ზე, ეგ სცენარიც უთხარით. თუ სცენარში გემის ჩაძირვას ხედავთ, პირველ რიგში, წყალში თანამშრომლები არ უნდა გადაყაროთ.

ახლა ყველაზე ნაკლებად ალბათ ექსელიან ხალხს უნდა დაუჯეროთ, ექსელი არ ცნობს ადამიანის ემოციებს და ექსელში დავარცხნილი “ქეშ ფლოუ გავასწორეთ” მომავალში ძალიან ძვირი დაუჯდება ნებისმიერ ბრენდს. ადამიანები კი ემოციებით ვცხოვრობთ და ვიმახსოვრებთ, არავინ გაიხსენებს თქვენს ორგანიზაციას დავარცხნილი “ექსელით”, მთავარია, ომში როგორ იქცეოდით 🙂

პ.ს. სტატუსი არ ეხება ქამრის მოჭერას და ხარჯის შემცირებას. ვინც ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, სხვა გამოსავალიც არ ჰქონდა, მაგრამ ვინც უბრალოდ ამ ტალღას შეჰყვა და თანამშრომლები გაწირა ლ, მათ ეხებათ.
პ.პ.ს. აიღეთ მაგალითი ევექსის კლინიკებისგან, კრიზისის პირველ დღეს გამოვიდნენ და თქვეს 100 000 ლარიან ფონდს ვქმნით თუ რომელიმე ჩვენ თანამშრომელს კრიზისი გამო პრობლემა შეექმნაო. (მაგ. აბიტურიენტი შვილის ფულია გადასახდელი და ა.შ)”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები