LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა გეფიქრებოდეთ ბიჭებზე, რომლებსაც სკოლის ასაკის მერე არ უტირიათ, ახლა კი კვირა არ გავა, სრულიად უცხო კაცის კუბოსთან არ აქვითინდნენ, ბიჭებზე, რომლებსაც ერთადერთი სურვილი აქვთ… არ დაივიწყოთ“ – გიგა მაქარაშვილი

133
Untitled design (8)

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი, რომელიც კიევში იმყოფება, უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

გიგა მაქარაშვილი წერს ომის მონაწილე ქართველი გმირების რთულ ყოველდღიურობაზე და იმ მძიმე დღეებზე, რომლის ატანაც მათ თანამებრძოლის გმირულად დაკარგვისას უწევთ:

„იქნებ მოგაბეზრეთ კიდეც თავი ამ მძიმე ამბებით, მაგრამ, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ომში მყოფ ქართველ კაცებზე.

მინდა გეფიქრებოდეთ სინდისის თავშესაფარში წამოსულ ბიჭებზე, რომლებმაც თავისუფლება გადაწყვიტეს და მტრის ტყვიას ანთებული გული დაახვედრეს!

ბიჭებზე, რომლებსაც სალამიც არ ჰქონიათ ერთმანეთისთვის ნათქვამი, თუმცა დადგა ჟამი და ერთმანეთის ღირსეულ ჭირისუფლებად იქცნენ.

ბიჭებზე, რომლებსაც სკოლის ასაკის მერე არ უტირიათ, ახლა კი კვირა არ გავა, სრულიად უცხო კაცის კუბოსთან არ აქვითინდნენ.

ბიჭებზე, რომლებიც უცხო თანამებრძოლის გასვენებაში მოდიან, ყველა იქ მყოფს სამხედრო წესით ეხუტებიან და ცდილობენ, ერთმანეთის სახე დაიმახსოვრონ…

ყოველი შემდეგი შეხვედრა სულ უფრო ძალიან ჰგავს ბოლო ნახვას.

ბიჭებზე, რომლებსაც ომში ყოფნისას სიცოცხლე კიდევ უფრო შეუყვარდათ, მაგრამ თავისუფლებაზე გაცვლას არ აპირებენ და ერთადერთი სურვილი აქვთ…
არ დაივიწყოთ.

დიდება ქვეყნისთვის წამებულ რაინდებს!

დიდება ქვეყნისთვის მებრძოლ რაინდებს!

დიდება საქართველოს, დიდება თავისუფლებას“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

„ქალაქში ბომბები ცვიოდა და ეს კაცები იდგნენ მყარი კედელივით, დამძიმებულები, დაღლილები, მართლები. დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდებს“: გიგა მაქარაშვილი კიევიდან ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ძალიან მძიმე დღე გვაქვს, ძალიან მძიმე… დიდი კაცი გამოვაცილეთ სამშობლოში: გიგა მაქარაშვილი

“გოგონა მწერს [მამაჩემზე] რამე ხომ არ იციო…სამწუხაროდ უკვე დადასტურებით გამოაცხადეს რომ გარდაიცვალა მეთქი…გამიბრაზდა, არ დავიჯერებ სანამ არ ვნახავო…ახლაც ეძებს” – გიგა მაქარაშვილი