LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, სანქციებამდე საქმე არ მივიდეს, სანქციები ამ ღარიბ და სასოწარკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღატაკის უფსკრულში: ალეკო ელისაშვილი

57
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, არ სურს, რომ საქართველოს სანქციები დაუწესონ, რადგან „სანქციები, ღარიბ და სასოწარკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღატაკის უფსკრულში“.

ელისაშვილის თქმით, „სანქციები ქვეყანას დააზარალებს და საქართველო გამოჩნდება ქვეყნად, რომელიც ერთ დროს რაღაც დემოკრატიის მაგალითს იძლეოდა და მერე იქნება სანქცირებული ქვეყანა“.

მისივე განმარტებით, ქართული ოცნება გონს უნდა მოეგოს, ადეკვატური ნაბიჯები გადადგას და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„არ მინდა, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, რადგან სანქციები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ხომ არ დააზარალებს? – ქვეყანას დააზარალებს და საქართველო გამოჩნდება ქვეყნად, რომელიც ერთ დროს რაღაც დემოკრატიის მაგალითს იძლეოდა და ახლა სანქცირებული ქვეყანა იქნება, რაც ძალიან ცუდი იქნება და ამ ღარიბ და სასოწარკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღარიბისა და სიღატაკის უფსკრულში. სათოფეზე ისედაც არავინ გვეკარება და ამ სანქცირებულ ქვეყანაში არავინ ფულს არ ჩადებს. ამიტომ იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გონს მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. ადეკვატურად აიღებს პასუხისმგებლობას 5 ივლისს მომხდარ ფაქტებზე, როცა გამძვინვარებულმა ხალხმა გადაიბარა ხელისუფლება თბილისის ქუჩებში და მთელი დღის განმავლობაში გამქრალი იყო ხელისუფლება. ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, მაგრამ მინდა, სანქციებამდე საქმე არ მივიდეს, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერები კი არ მენანება, ქვეყანა მენანება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

არანაირ სანქციებზე ამერიკის მხრიდან საუბარი არ არის… ვიღაცებს შეიძლება ასეთი ავადმყოფური აზრები აწუხებდეთ: ქადაგიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები