LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად იმისა, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, ძალები გამონახა – იცნობდეთ სამაგალითო მოქალაქეს

396
75540009-2226444430989112-1713913640135950336-n

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სამაგალითო სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის შესახებ წერს. როგორც ჩანადირი ამბობს, რაფაელ ეგეზაროვი, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის დროს ოჯახის რამდენიმე წევრი დაკარგა, დედაქალაქს ასუფთავებს და ქალაქში სისუფთავის შენარჩუნებისკენ სხვებსაც მოუწოდებს.

,,თბილისზე მზრუნველი თუ ვინმეს ეთქმის, ეს რაფაელ ეგეზაროვია.

მიუხედავად იმისა, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, ძალები გამონახა და თბილისის დასუფთავებაში ჩაერთო.

თან, ქაშუეთის ტაძრის სტიქაროსანიც არის.

ცივა, ცხელა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მაინც ბოლომდე იხარჯება.

ბატონ რაფაელს გული იმაზე სწყდება, რომ ამ ლამაზი ქალაქის ქუჩებს ვანაგვიანებთ და მოგვიწოდებს გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს.

მე აუცილებლად გავითვალისწინებ მის

მოწოდებას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები