პოლონელ მედიკოსთა ჯგუფი მზად არის, გაემგზავროს საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად,– Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა.
„ახლა ჩვენ ველოდებით ქართული მხარის თანხმობას… როგორც ვიცით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული სიტუაცია სერიოზულ ეჭვებს იწვევს საერთაშორისო საზოგადოებაში და სწორედ ამიტომ ჩვენ მზად ვართ, ამგვარად გავაქარწყლოთ ეჭვები“, – განაცხადა პიოტრ მიულერმა.