LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილის საქართველოში ჩამოსვლის თემას არ ვეხები და ველოდები, რომ ის თავად ალაპარაკდება, ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა” – გიული ალასანია

214
გიული ალასანია

ჩემი შვილის საქართველოში ჩამოსვლის თემას არ ვეხები და ველოდები, რომ ის თავად ალაპარაკდება, ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „საქმე იმაშია, როგორ განვითარდება მოვლენები, შევძლებთ თუ არ მისი სიცოცხლის გადარჩენას, თუ ამას შევძლებთ, მაშინ ეს ყველაფერი გამართლებული იქნება”.

„ვფიქრობ, ხვდებოდა. მოწამვლის თემაც, ვფიქრობ, ესეც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ზუსტად არ ვიცი. მე არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ის, როცა ბრუნდებოდა ან რისი იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაზე უარეს სცენარს ვადევნებთ თვალს, ყველაზე უარესი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ის დაემართა. დღეს 194 სანტიმეტრი სიმაღლის პირობებში 64 კილოგრამს იწონის, წარმოგიდგენიათ? მაგრამ ნანობს თუ რა ამას, ჩვენ ამაზე ძალიან ცოტას ვსაუბრობთ.

მე თავად ამ თემას არ ვეხები და ველოდები, რომ ის თავად ალაპარაკდება, მაგრამ რატომღაც ამაზე არასდროს არ უნდა საუბარი. ეს რთული საკითხია. ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა. ამაშია საქმე. როგორ განვითარდება მოვლენები, შევძლებთ თუ არ მისი სიცოცხლის გადარჩენას, თუ ამას შევძლებთ, მაშინ ეს ყველაფერი გამართლებული იქნება, რადგან მის ჩამოსვლასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება შესამჩნევად გამოცოცხლდა“, – განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თარგმანის მიხედვით, ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე აქ ვარ, მსურს, დაგეხმაროთ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება, აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g