“ქართული ოცნების” დეპუტატი არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საპატრიარქოსთან შეთანხმება მოხდება.
როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება.
“ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ვრცელდება ყველგან, სადაც უნდა იყოს ის. რაც შეეხება ომბუდსმენს – აქვს უფლება ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, ბავშვები მათ შორის.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება, ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს, შეთანხმება მოხდეს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებს”, – თქვა თალაკვაძემ.
ამავე თემაზე:
ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”
დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე
ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე