პოლიტიკური მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით აქციები ყოველდღე უნდა იმართებოდეს და სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციას აანონსებს.
პოლიტიკოსი თანამოაზრეებს მოუწოდებს, დღეს 18:00 საათზე პროკურატურასთან მივიდნენ:
“ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე! სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან არ უნდა გავჩერდეთ!
დღეს 6-ზე პროკურატურასთან შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ გაუგონარ სისასტიკეზე” – აცხადებს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.