„მოწადინებული ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას. გადაწყვეტილი გვაქვს, მივაღწიოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას, მდგრადობასა და სტაბილურობას“, – ნათქვამია ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს ასევე ნახსენებია 27-ე პუნქტში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს ეხება. ვაშინგტონი და ბრიუსელი პირობას დებენ, რომ რუსეთის მიმართ პოლიტიკის კოორდინაციას მოახდენენ და ამისთვის შეიქმნება ევროკავშირი-აშშ-ის მაღალი დონის დიალოგის ფორმატი.
„ჩვენი პოლიტიკისა და მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგის დამყარებას რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიმდინარე ქმედებებს, რომ ძირი გამოუთხაროს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, განვაგრძოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლოდვას რეფორმების გზას. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ“ , – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.