LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მხოლოდ ბორდიურები ჩამოისხმება და მოძრაობა ძალიან მალე აღდგება” – კახი კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე

363
81774553-3223275764355668-5552139983436906496-o

გასულ წელს თბილისის მერიის მიერ დედაქალაქის ინფრასტურქტურული პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. მიწისქვეშა გაყვანილობიდან დაწყებული, გარე განათებით დასრულებული, აღნიშნული პროექტი სრულ რეკონსტრუქციას დაექვემდებარა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი რამდენჯერმე შეფერხდა. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც მერმა ხარისხი დაიწუნა, ზოგჯერ მუშების დაუდევრობით მილების თავიდან დამონტაჟება გახდა საჭირო, საახალწლო დღეებში თანამშრომლები დაასვენეს და საბოლოოდ, როგორც ხშირად კალაძე აღნიშნავს, “სამუშაოები დროში გაიწელა”.

დღეს გამართულ მერიის სხდომაზე, კალაძემ აღნიშნულ გამზირზე სამუშაოების უახლოეს დღეებში დასრულება დააანონსა. მისი განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია, მხოლოდ ბორდიურების ჩამოსხმა დარჩა. კალაძემ მოუწოდა შესაბამის უწყებებს, საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია ტრანსპორტის მოძრაობის სქემაზე.

როგორი იქნება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ჭავჭავაძის გამზირზე

“7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ბოლო, მე-4 ეტაპზე გადადის. ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე 400-მეტრიანი გზის მონაკვეთი მთლიანად მოწესრიგდება. ქვედა ფენები უკვე მოწყობილია, მხოლოდ ბორდიურების ჩამოსხმა დარჩა, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება და აღდგება მოძრაობა. მე მინდა შესაბამის უწყებებს დავავალო, რომ საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია, თუ როგორი იქნება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა აღნიშნულ მონაკვეთზე. სამუშაოებს ძალიან მალე დავასრულებთ”, – განაცხადა კახი კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g