„ნიუტონის“ დრამერმა, ლევან აბშილავამ ახალხან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადიან რეპეტიციას ჯგუფის წევრები ზვიად ბოლქვაძესთან ერთად. „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონზე ზვიადი მხოლოდ ერთხელ ვნახეთ სცენაზე, როცა გახსნაზე სოფო ბათილაშვილთან ერთად იმღერა. ბენდთან ერთად კი მონაწილეებისთვის აკომპანემენტი არ გაუწევია.

„მხოლოდ ქართულის“ წინა სეზონზე აღფრთოვანებას იმსახურებდა კომპოზიტორის მიერ შექმნილი ვერსიები და ვნახოთ, როგორი იქნება „მხოლოდ ქართულის“ შემდეგი ტური მასთან ერთად.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05