LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელებს არ ჩამოუვარდებით – შაქარაშვილის დის მიმართვა

730
სჰაქარა

გიორგი შაქარაშვილი და ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში ბრალდებულთა ადვოკატებს მიმართავს.

ანი ფიქრობს:

„ადვოკატები კი არა ცირკის რიჟიკები ხართ და არაფრით ჩამოუვარდებით მკვლელებს თქვენი დადგმული სპექტაკლებით…

თქვენი შვილი რომ ეცემათ, მდინარეში გადაეგდოთ და ასე სასტიკად მოეკლათ, მაინტერესებს მაშინაც ასეთი ჰუმანურები თუ იქნებოდით საკუთარი შვილის მკვლელების მიმართ და ასე თავგამოდებით თუ დაიცავდით?!“ – წერს ანი შაქარაშვილი მისი ძმის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების მიმართ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გუშინ ჩატარებული სასამართლო სხდომის შემდეგ დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პანდემიის პირობებში, როცა სხდომების უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, შაქარაშვილის მკვლელობის საქმე კვირაში 2-ის ნაცვლად, 3-ჯერ განიხილება.

მათი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილი აქვს განაჩენი და ისინი  არ მივიღებენ ფორმალურ მასკარადში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g