LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია სააკაშვილის დასწრება სასამართლოზე – ამას ითვალისწინებს კანონი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია: კარლ ჰარცელი

53
ჰარცელი - სააკაშვილი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება მნიშვნელოვანია, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

ჰარცელი მოხარულია, რომ სააკაშვილის გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. ევროკავშირის ელჩის განმარტებით, გრძელდება დაკვირვება სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით.

„მივესალმები იმ ქმედებებს, რაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განხორციელდა. ასევე მოხარული ვარ ინფორმაციით, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია,“- აღნიშნა ელჩმა.

თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება: ბექა ბასილაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები