LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდელი დაუნის სინდრომით: ,,ყველას საკუთარი აზრი აქვს სილამაზეზე!”

587
21036765-16997510-9d2d7e8bcec10a5cf39e30499d2ea42b530bcfaf-1500-1-1587536879-728-1c791b33d2-1589264345

ჩელსი ვერნერი კალიფორნიაში დაიბადა და მართალია, სიარული მხოლოდ 2 წლისამ ისწავლა, ლაპარაკი კი, ბევრად გვიან დაიწყო, მაგრამ მშობლებმა მაინც არ დაიხიეს უკან და გოგონა ადრეული ასაკიდანვე შეაჩვიეს ფიზიკურ დატვირთვას, მერე კი, ტანვარჯიშის კლუბში მიიყვანეს და ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, თითქოს კუნთების დაბალი ტონუსის გამო, სწრაფად დაიღლებოდა, 8 წლის ჩელსი მაინც აქტიურად შეუდგა ვარჯიშს და არა მხოლოდ პარაოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი გახდა, არამედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა ორჯერ.

,,ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ და არ ვთვლი ჩემს ავადმყოფობას შეზღუდვად, რაც პირველ რიგში მშობლების დამსახურებაა, რომელთაც საკუთარი თავის სიყვარული მასწავლეს”, – აღნიშნა ჩელსიმ, რომელიც 27 წლის ასაკში მოდით დაინტერესდა და თანდაყოლილი სიჯიუტე და შეუპოვრობა ახლა მოდის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად გამოიყენა. დამოუკიდებლად გამოაქვეყნა საკუთარი ფოტოები და სააგენტოსგან We Speak მიიღო მიწვევა.

We Speak -ნიუ-იორკული სააგენტოა, რომელიც პოზიტიური განწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და უნიკალური თავისებურებების დემონსტრირებით ცდილობს მოდის სამყაროში ცვლილებების განხორციელებას, რისი საუკეთესო მაგალითი სწორედ ჩელსია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ,,იყო უნიკალური არ ნიშნავს იყო აუცილებელად იდეალური!”

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები