ბუკა პეტრიაშვილი, ყოფილი მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას გვიზიარებს.
„აბა, დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! ხერსონიდან მოდის და მოდის კარგი ამბები! ხერსონის ოლქში კარგი მოზრდილი ურდოსული დაჯგუფება ალყაში ჰყავთ ჩვენებს! ორი გზაა: ან იოსიას კონცერტი ან ტყვეობა, ანუ კონცერტი თუ გადარჩენის სიხარული? შეუთვალეს ჩვენებმა ურდოს, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, გამოიჩინოთ “კეთილი ნება” (საიდანაც გაქუსლეს, ყველაფერს კეთილი ნების გამოვლენა დაარქვეს ) და წაშავდით ხერსონიდანო! ტიკ-ტაკ, დრო სწრაფად გარბის, პუილოს მზე ჩადის, ურდოს ბაზებს ბოლი ასდის, ჩვენებთან კი გაუმარსები ჩადის და ჩადის!
თქვენი არ ვიცი და მე არ მაქვს საფუძველი არ დავუჯერო აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის პირველი პირების განცხადებებს,
გამოიფიტა საცოდავი ურდო, შევსებას ვეღარ იღებენ, აღარ უნდათ ბურიატებს, ჩუვაშებს და დაღესტანელებს ეს შენი იოსიას კონცერტი! აგრეთვე, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით მთელი რაკეტების 55-60% გახარჯა უკვე სისხლიანმა პუილომ! გუშინაც იყო ავიაიერიშები და სარაკეტო თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, მაგრამ სახმელეთო ბრძოლებში სანტიმეტრით ვერ მიდიან წინ!
გაუმარჯოს გაუმარსებს!
ასტა ლა ვისტაო კი დაიჭექა ჩვენმა ოქროს ბოჯო ჯონსონმა, მაგრამ თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა, ემანდ არაფერი შეგეშალოთ ურდოსებო, ახალ-ახალი ჰაუბიცები და თვითმავალი ჰაუბიცები, კიდე 50 ათასი საარტილერიო და 1700 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი სულ ურდოს ჯანებში იქნება მალე!
ამასობაში ბრიტანელ კონსერვატორ პარლამენტარებში გამოკითხვა ჩატარდა: 49’% ლიზ თრასს უჭერს მხარს, 31% რიში სუნაკს! მოდის მაგარი ქალი ბოჯოს საქმის ბოლომდე მისაყვანად! ბოლო ლურსმანი პუილოს კუბოში აშკარად ბრიტების ხელშია!
ამერიკელმა ყველაზე გავლენიანმა სენატორებმა ორივე პარტიიდან დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გენოციდად აღიარების შესახებ! კონგრესის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კი დასჭექა, კონგრესი მიანიჭებს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს “საპატიო” სტატუსსო.
ევროკავშირმა სანქციების მე-7 პაკეტი დაამტკიცა! ურდოსული ოქრო ევროკავშირში ვეღარ შევა! იანვრიდან ვერც შავი ოქრო შევა! ჰოდა საგარეოდ დეფოლტირებულ ურდოს ბიუჯეტში რა ჩემი ივან ჩაი შევა, ითვალონ აწი რუსეთუმნიანებმა!
ეტყობა ამ ამბებმა ძლიერ სტრესში ჩააგდო ეფესბეს გენერალ მაიორი ლობაჩოვი და სანამ მარილიც გამქრალაო, ტეტეს პისტოლეტით მარილზე თვითგაყვანის სპეციალური ოპერაცია ჩაიტარა! თან დაეხმარებოდნენ გულისხმიერი კოლეგები, ცნობილია მაგათი გვერდში დგომის ამბავი! წინა თვეშიც იგივე ამბავი იყო: ისევ მარილი, ისევ ტეტეს ფისტალეტი, ისევ გენერალ-მაიორი, ოღონდ ამჯერად საგარეო დაზვერვის სამსახურის!
ურდოს ჰაკერებმა “იაბეზიანეს”, ზელენსკი რეანიმაციაშიაო (ვისაც უცებ გაგიხარდათ, მეხი კი დეგეცეთ და ამ თვის “პალუჩკა” არ მოგეცეთ :)))). გამოვიდა კარგი კაცი საღამოს და დაანახა ბანკოვოდან საკუთარი ჯანმრთელი და საღ-სალამათი თავი, საკუთარ პუილოს მიხედეთ, სულ უფრო და უფრო რომ იკუნცხებაო!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
გაუმარჯოს საქართველოს! სიკვდილი პუილოს და ურდოს!”, -წერს ბუკა პეტრიაშვილი.