რამდენიმე კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ სულ უფრო და უფრო ბევრი დანიშნულება იწყებს ვირტუალურ ტურებს და მოგზაურებს საშუალებას აძლევს რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები სახლიდან გაუსვლელად მიიღონ.

პუერტო რიკო მხოლოდ ვირტუალური მოგზაურობით არ დაკმაყოფილდა და ტურისტებისთვის საინტერესო ბევრი აქტივობა ონლაინ რეჟიმში ( InstagramTwitterFacebook). გადაიტანა. მსურველებს ცეკვის გაკვეთილებზე დასწრება, მზარეულობის ოსტატობის და ადგილობრივი კოქტეილების მომზადების შესწავლა შეუძლიათ.

დანიშნულებამ გარკვეული გრაფიკიც კი შეადგინა და მოგზაურებს კვირაში ორ აქტივობას მაინც სთავაზობს. მაგალითად, ცეკვის მასტერკლასებს ყოველ კვირა ესა თუ ის ცნობილი მოცეკვავე უძღვება და თუ ვინ იქნება მასწავლებელი ამას პუერტო–რიკოელები სოციალური ქსელის მეშვეობით აანონსებენ.

მსგავსი სქემა მუშაობს ასევე მზარეულებისა თუ ბარმენების შემთხვევაშიც და გაკვეთილებს მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალები უძღვებიან.

მასტერკლასებს შორის შესვენებისას კი ქვეყნის ულამაზესი ადგილების მონახულება შეგიძლიათ.

„ჩვენ გვსურს, რომ კულტურის დიდი ნაწილი – მუსიკა და ცეკვა, უგემრიელესი სამზარეულო – ყველა იმ ადამიანს გავუზიაროთ, ვინც დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა“ – აცხადებს პროექტის ერთ–ერთი ავტორი, – „მოგზაურებს ჩვენს ულამაზეს კუნძულს ვაცნობთ, რათა როგორც კი დრო მოვა მაშინვე აქეთ გამოემართონ. მანამდე კი შეუძლიათ რომ ვირტუალურად იმოგზაურონ და პუერტო რიკო შორიდან შეიყვარონ“.

 

 

მსგავსი თემები