„ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, 26 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა მოაწყონ.
ხაზარაძის თქმით, მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი უნდა აჩვენონ. ასევე, უთხრან: „არა რუსულ მთავრობას”.
“ევროპული იდეა ეროვნული იდეაა!
„მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და მოვაწყოთ მსვლელობა, ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი.
ვაჩვენოთ, სადაა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია. ესაა ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი არჩევანი, ესაა ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტის არჩევანი.
საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!გელოდებით ყველას უნივერსიტეტის ბაღში, ვისაც ევროპა ქვეყნის მომავალი ჰგონია.
მიუხედავად პარტიულობისა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ვაჩვენოთ ერთიანობა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!
ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!”, – აცხადებს ხაზარაძე.