LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია” – თენგიზ ცერცვაძე

126
89924996-1627466344057930-6091477739968135168-o

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მსოფლიოში რამდენიმე პრეპარატზე აქტიური ცდები მიმდინარეობს, თუმცა მისივე ვარაუდით ვაქცინა წლის ბოლომდე არ იქნება. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსი ისევე როგორც სხვა დაავადებები, შემდეგშიც გამოუვლინდება ადამიანებს, თუმცა მედიცინა იმ დროს უკვე მზად იqნება. ცერცვაძე განმარტავს, რომ ვირუსთან “კოჰაბიტაცია” მოგვიწევს და მოსახლეობა ერთამანეთს გვერდით უნდა დაუდგეს, რათა მივაღწიოთ, რომ ეპიდემია არ განვითარდეს.

მისი ვარაუდით, თუკი აღნიშნულს მივაღწევთ, მაშინ სიტუაცია შეიქმნება, როცა დაავადება იარსებებს, თუმცა ფართო გავრცელების რისკებს არ შექმნის.

„მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდზე, ჩავჭიდოთ ხელები, მივაღწიოთ იმას, რომ ეპიდემიას არ ჰქონდეს აღმავალი მიმართულება“, – განაცხადა ცერცვაძემ „მოამბეში“.

ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს კიდეც, მაგრამ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებს – თენგიზ ცერცვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g