LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს კიდეც, მაგრამ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებს – თენგიზ ცერცვაძე

334
cercvadze (1)

„ჩვენ უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს კიდეც, მაგრამ მისი თქმით, მკაცრი შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა და საკარანტინო მოთხოვნები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

“ახალი შემთხვევების ზრდა აღარ შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ყოველდღე გესმით, რომ ათასობით ახალი ავადმყოფია და ასეულობით გარდაცვლილი, ამას ყოველდღე ხედავთ. საბედნიეროდ, ჩვენთან ინფიცირებულების რაოდენობამ მოიკლო და სულ 5 გარდაცვლილია, გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე ამ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ. შეიძლება იკლოს კიდეც კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობასა და იმ საკარნტინო მოთხოვნებს, რომელიც მოქმედებს.”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს დროში ინფექცია გაქრება.

“ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს დროში ეს ინფექცია სულ გაქრება და საქართველოში არც ერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, ჩვენ თქვენთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექიმებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად, იმას უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოში ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა დაბალ ნიშნულზე იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის,

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 420 შემთხვევაა. მათგან 111 გამოჯანმრთელებულია. 5 გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g