LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომესმა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და რაღაც მსგავსი სისულელეები – გრიგოლ ვაშაძე

529
გრიგოლ ვაშაძე

ყველა ცვლილება, რაც  პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურაში ხორციელდება, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ხდება,- ამის შესახებ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხდება თუ არა ჩემი თავმჯდომარედ არჩევა, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩემი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდი მადლობა. დანარჩენი კი, დელეგატების გადასაწყვეტია. ერთ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა. მომესმა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და რაღაც მსგავსი სისულელეები. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი, პარტიის ლიდერია და ყველა ცვლილება, რაც ამ პარტიის სტრუქტურაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, რადგან მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ ახლა შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა ყველაზე სწრაფად შეიგრძნო ,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც დროშას აიტაცებს და აღნიშნა, რომ პირადად დაუჭერდა მხარს გრიგოლ ვაშაძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები