LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი ოთო ნემსაძე კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ დადებით შეფასებას აძლევს

159
ევროპაბეტი

მუსიკოსი „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას – „პასუხისმგებლიანი თამაში“ – დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ასეთი ტრენდის შექმნას ბიზნესის ამ სექტორში ბევრმა კომპანიამ უნდა დაუჭიროს მხარი.

კარგია რეკლამების შემცირება, თუმცა საინტერესოა რა შედეგს დადებს ეს,  უნდა დახურონ ონლაინ კაზიონოები და გადაიტანონ ქალაგარეთ და ყველა რეკლამა უნდა ჩამოხსხნან და ნაკლები პოპულარიზაცია მოხდეს, რაც ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. აი, მაშინ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში“, – განაცხადა ოთო ნემსაძემ. 

უსაფრთხო გარემო თამაშისთვის - ინოვაციური კომპლექსური მიდგომები „ევროპაბეთისგან“

„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია

მუსიკოსი ამბობს, რომ  კარგია რეკლამების შემცირება, თუმცა ამ კონკრეტულ შეთხვევში შესაძლოა, „ევროპაბეთის“  მომხმარებლის სიმცირესთან ჰქონდეთ საქმე.

შეგახსენებთ, დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სოციალური კამპანია გააცნო საზოგადოებას– „პასუხისმგებლიანი თამაში“. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები