LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომწერეს, რომ საკუთარი ფინანსებით 30 000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს” – ანიტას დედა კალაძეს საჯაროდ მადლობას უხდის

5945
75513573-2799751676722880-3037255070476402688-o

2 წლის ანიტას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში კახი კალაძის მისამართით მადლობის წერილს აქვეყნებს. მოგეხსენებათ, თბილისის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად.მარიკო სადრაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არ იცის რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. მისი თქმით, კახა კალაძე პირადად 30 000 ლარს ურიცხავს ოჯახს.

„ვიცი ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო უბრალოდ გული გამისკდება… ყოველ დღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის ( თუმცა, რა თქმა უნდა, რა თანხით დახმარებაზეა საუბარი არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი) ყველაზე გულის ამაჩუყებელი ჩემთვის იცით რა იყო? არა თანხით დახმარება, არამედ თურმე ბატონი კახი ყოველ დღე კითხულობდა როგორ არის ის პატარა გოგოო <3 <3 <3

დღეს მომწერეს, რომ საკუთარი ფინანსებით 30.000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს. როდესაც კალკულაცია მექნება, მერია მზადყოფნას აცხადებს დახმარებისთვის. მსგავსი ტიპის შეტყობინება შემომივიდა დღეს. ეს დღეები იმდენი ემოცია აირია ჩემს თავში, უკვე აზრების დალაგება მიჭირს. ის, რაც არასდროს არ გამომივა პირფერობაა და ვინც მე მიცნობს, კარგად იციან ეს! ისიც იციან რამხელა სიმპატიით ვიყავი ჩვენი მერის მიმართ განწყობილი.

ალბათ გული მიგრძნობდა :)) მის ოჯახს ღმერთი დაუბრუნებს ამ და სხვა სიკეთეებს აუცილებლად. მე კი ჩემი მხრიდან ისევ ისღა დამრჩენია, ჩემი გაცვეთილი და მოკრძალებული მადლობა ვუთხრა მას და ყველას თქვენ, ვინც ჩემი ტანჯვის ცრემლები სიხარულის ცრემლად აქციეთ <3 პ.ს. მეგობრებო, ჯერ მეც არ ვიცი რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. ეს ჯერ არავის დაუკონკრეტებია“

2 წლის ანიტა ფაცაციას ამბავი უკვე მთელმა საქართველომ იცის. ანიტას ოპერაციისთვის საჭიროა 300 000 ევრო.

ამჟამად გოგონა დედასთან ერთად ავსტრიის ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფება. ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები