მონაკოს სამეფო ოჯახი სააღდგომოდ ახალ პორტრეტს ავრცელებს. საინტერესოა, რომ პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოფიციალურ ფოტოზე გამოჩნდა პრინცესა შარლენი, რომლის სახლში დაბრუნება პრინცმა ალბერმა ცოტა ხნის წინ დააანონსა.
ახალი ფოტოები მონაკოს სამეფო სასახლის ეზოშია გადაღებული. ამ ფოტოზე პრინცი ალბერი და პრინცესა შარლენი შვილებთან ერთად არის გადაღებული. მედიის ყურადღება მიიქცია შარლენის უჩვეულოდ სევდიანმა ფოტომ. გაჩნდა ვერსია, რომ ის სახლში იძულებით დააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ მონაკოს პრინცესას თქმით ერთი წელი იყო გაუჩინარებული.