LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოს პრინცესა ისევ შუწუხებული სახით დგას – მეუღლესთან გადაღებული „იძულებითი ფოტო“ მედიის ყურადღების ცენტრშია

192
პრინცესა-შარლენი

მონაკოს პრინცესა შარლენი და პრინცი ალბერ მეორე ამჯერად საფრანგეთის ელჩთან ერთად გამოჩნდნენ, რომელიც მონაკოს სტუმრობდა. ეს არის წყვილის მორიგი გამოჩენა სკანდალური ინფორმაციის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა და მხოლოდ მკაცრად გაწერილი გრაფიკით ხვდებოდა ერთმანეთს.

ახალ ფოტოებზე მონაკოს პრინცესა ისევ მოწყენილია, 45 წლის მონარქი ფოტოგრაფებთან „რალფ ლორენის“ ტოპსა და პლისე ქვედაბოლოში პოზირებს. ფოტოს მედიაში იძულებითი უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ალბერი და შარლენი 2011 წელს დაქორწინდნენ, მათ ორი შვილი ჰყავთ. ინფორმაცია წყვილის დაძაბულ ურთიერთობაზე, მედიაში წლებია ვრცელდება.

წლის ,,ფეიკ”-კოცნა – მონაკოს პრინც ალბერისა და პრინცესა შარლენის საჯარო კოცნას ყალბი უწოდეს

მონაკოს პრინცესა შარლენი ისევე გაუჩინარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები