LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოს პრინცი მეუღლეს წელიწადში 10 მილიონ ევროს იმ პირობით გადაუხდის, თუ ის მასთან ერთად ყველა ღონისძიებაზე საჯაროდ გამოჩნდება

476
alberi

მონაკოს პრინცი ალბერი მზადაა მეუღლეს, პრინცესა შარლენს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ ის განქორწინებაზე უარს იტყვის. ინფორმაციას გამოცემა „ვოისი“ ავრცელებს და დასძენს, რომ კონტრაქტში შედის შარლენის საჯარო გამოსვლებიც. ანუ პრინცესა იძულებული იქნება, დღესასწაულებსა და საჯარო გამოსვლებზე, პრინც ალბერისა და შვილების გვერდით გამოჩნდეს.

მედიაში წერენ, რომ ეს პირობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შარლენისთვის, რომელიც მძიმე დეპრესიას ებრძვის. გარდა ამისა, მას დამოუკიდებლობა სურს და ამისთვის, ფინანსურ უზრუნველყოფას ითხოვს. შესაბამისად, აღნიშნული შეთავაზება, სავარაუდოდ, წყვილისთვის ერთნაირად მომგებიანი იქნება.

სკანდალი მონაკოს სამეფო ოჯახში  –  პრინცესა შარლენმა მონაკო დატოვა და ვალდებულებების შესრულებზე უარი თქვა

მონაკოს პრინცესა შარლენის მოწყენილი სახე სააღდგომო პორტრეტზე – ვარაუდობენ, რომ პრინცესა სახლში ძალით დააბრუნეს

ნახატი ფოტოს ნაცვლად – პრინცესა შარლენის გაუჩინარების შემდეგ მონაკოს სამეფო ოჯახის საშობაო ფოტო უჩვეულოდ სევდიანი გამოვიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები