LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ამოღებაზე კობახიძეს არ ვეთანხმები – გიორგი მიქაუტაძე

123
miqautaze

არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც გააჟღერა, რომ კანონპროექტიდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხი იქნება ამოღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მიქაუტაძემ განმარტა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან ცოტა რესურსი და ინსტრუმენტი იმისათვის, რომ იმ კანდიდატთა კვალიფიკაცია შეაფასოს, რომლებიც მოსამართლეები არ არიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურთ.

“ჩვენი ერთადერთი მექანიზმი არის გასაუბრება, რომელიც 20-30 წუთი გრძელდება. მოგვიწევს კანდიდატის კვალიფიკაცია ნახევარ საათში შევაფასოთ, რაც არარეალურია. ამიტომ არ მესმის დასაბუთება – თუ ადამიანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, რატომ არ უნდა სურდეს საკვალიფიკაციო გამოცდის გავლა, რაც არის ელემენტარული ტესტი, პირველი საფეხური, რომელიც კანდიდატმა მოსამართლეობისკენ უნდა გადადგას,“ – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მიქაუტაძემ.

ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა საკვალიფიკაციო გამოცდა გაიარონ, უნდა გადაიხედოს.