LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ორბანი: „ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში“

174
ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი

„ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ორბანმა პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა:

მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას – ირაკლი კობახიძე

„მინდა, მივესალმო ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში.

ასევე ნახეთ

„დიდი იმედი მაქვს, როგორც საქართველო, ისე უკრაინა და მოლდოვაც მიიღებენ მხარდაჭერას 27-ვე ქვეყნისგან. ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას“ – აცხადებს კობახიძე.

ეროვნული იდენტობის და კულტურის შენარჩუნება ნამდვილად არის ჭადრაკის დიდოსტატის უნარი. ​ბატონო პრემიერო, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ“. – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

პოპულარულები