LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის და სარაჯიშვილის გამზირების ხეივნების რეაბილიტაცია იწყება

421
84165507-3288600467823197-8028817597476634624-o

დედაქალაქის მერიამ დღეს გამართულ 2020-2021 წლის პროექტების პრეზენტაციაზე წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოსკოვის და სარაჯიშვილის გამზირებზე მდებარე ხეივნების რეაბილიტაცია-განახლებას. პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა და მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ მიმართულებას, ასევე გამწვანებას.

„თითოეულ პარკში, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, 80% მწვანე საფარი იქნება და სარწყავი სისტემები მოეწყობა. მოსკოვის გამზირზე, 27 000 კვ.მ ფართობზე გამწვანებული სივრცეა, რომლის რეაბილიტაციას სულ მალე დავიწყებთ. პროექტის საერთო ღირებულება 3 500 000 მლნ ლარია. ვფიქრობთ, სამუშაოების შედეგად, როგორც რეკრეაციული, ასევე დასასვენებელი კუთხით, ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან კარგი სივრცე ექნება. ბუნებრივია, მოეწყობა ველობილიკები, დაირგვება ახალი ხეები და ნარგავები, მოეწყობა შესაბამისი მოსასვენებელი ადგილები“, – განაცხადა პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.

ბითაძეს განმარტებით, ანალოგიური პროექტის განხორციელება დაიწყება სარაჯიშვილის გამზირზეც.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ხეივანში ინფრასტრუქტურაა მოშლილი, ხეების მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. ხეივანი 28 000 კვ.მ ფართობს მოიცავს და წელს ტერიტორია მთლიანად განახლდება“, – განაცხადა ბითაძემ.

 

ქაიროს დასახლების რეაბილიტაცია და კრწანისის გამგეობის მშენებლობა – მერიის ახალი პროექტები

 

პოპულალურები