LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვმა შესაძლოა, დაიწყოს “ცრუ დროშის” ოპერაცია, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს: სტოლტენბერგი

374
11

“ნატო შეშფოთებულია, რომ მოსკოვმა შესაძლოა უკრაინაში “ცრუ დროშის” ოპერაცია მოაწყოს”, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს და განმარტავს, რომ ეს ოპერაცია ქვეყანაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გულისხმობს.

“ჩვენ ვწუხვართ, რომ მოსკოვმა შეიძლება უკრაინაში მოაწყოს “ცრუ დროშის” ოპერაცია, შესაძლოა ქიმიური იარაღით”, – განაცხადა ადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

ნატოს მდივანმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატომ თავდაცვის გეგმა გაააქტიურა:

“უკრაინელი ხალხი იცავს თავის სახლებს და მომავალს და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. ხვალ ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის თავდაცვის მინისტრი და ჩვენი ძველი პარტნიორები საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან. მთელმა სამყარომ დაგმო ეს ომი.

ნატო და ევროკავშირმა უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს რუსეთს. წლების განმავლობაში ნატო ათი ათასობით უკრაინელ სამხედროს წვრთნიდა, უმეტესობა მათგანი დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვის. ეს წვრთნები და სამხედრო დახმარება აძლევს საშუალებას უკრაინას თავი დაიცვას. ნატოს წევრები ყოველთვის დაეხმარება უკრაინას ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებით.

ნატოს მთავარი მიზანია, რომ დაიცვას თავისი ალიანსი. ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმა.

ახლა ასი ათასობით სამხედრო უკვე მზადყოფნაშია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა მომდევნო წლების განმავლობაში, ეს გულისხმობს ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ უფრო მეტ სამხედრო ძალას და აღჭურვილობას, ასევე ჩვენ საჰაერო და საზღვაო ძალებს, უფრო მეტ და დიდ წვრთნებს”, – თქვა სტოლტენბერგმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები