LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე, ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავენ – კონცერტზე პუტინი სიტყვით გამოდის

744
puwini

მოსკოვში „ლუჟნიკის“ სტადიონზე ყირიმის ანექსიის თარიღს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავენ. კონცერტი ამ წუთებში იმართება. ათასობით ადამიანი რუსეთის დროშებით ხელში, კონცერტის მოსასმენად მივიდა, რომელშიც მონაწილეობას პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი მუსიკოსები იღებენ. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის აგრესიას უკრაინაში უამრავი ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

სცენაზე ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან გრიგორი ლეპსი, პოლინა გაგარინია, ოლეგ გაზმანოვი, ჯგუფი „ლუბე“, ტიმატი და სხვები.

ამ წუთებში შეკრებილ ხალხს ვლადიმერ პუტინი მიმართავს.

კონცერტის ლაივი LIVE

6 მარტს კრემლის სასახლეში დაგეგმილ კონცერტზე სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი და „ა სტუდიო“ იმღერებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები