LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Motora Razr – „მოტოროლამ“ „საკეცი“ ტელეფონი გააცოცხლა

458
motorrazr

„მოტოროლას“ 11 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ლეგენდარული „საკეცი“ ტელეფონი გაეცოცხლებინა. ამ დროის განმავლობაში ბრენდმა 5G ქსელის მხარდაჭერა მიიღო და მოდელის ყველა ტექნიკური ასპექტი გააუმჯობესა.

2020 წლის Razr მშვენიერი ტელეფონია, თუმცა 1 399 დოლარი მსგავსი მახასიათებლების მქონე მოდელისთვის ზედმეტად მაღალი ფასია. ანუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იწვევს მოდელი თქვენში ნოსტალიგიას და გენდომებოდათ თუ არა იმ დროის დაბრუნება, როცა „საკეცი“ ტელეფონები ძალიან ტრენდული იყო.

დიახ, სიახლე ნამდვილად მაგარი ტელეფონია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს. მისი მოხმარება სასიამოვნოა, თუმცა ამხელა ფასის გადახდა ნამდვილად არ ღირს.

კომპანიამ დიდი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ლეგენდარული მოდელის ვიზუალი დეტალურად აღედგინა და თან არაჩვეულებრივი ელეგანტურობაც შეენარჩუნებინა. გახსნის შემდეგ ტელეფონი იმაზე ბევრად თხელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

„მოტოროლამ“ ისეთი მექანიზმი შექმნა, რომ სმარტფონის გახსნა ერთი ხელითაა შესაძლებელი, თუმცა ამ უნარის დაუფლებას გარკვეული პრაქტიკა ნამდვილად სჭირდება. როგორც კი მეთოდს აითვისებთ, მიხვდებით რომ ეს ყველაფერი ძალიან სახალისოა.

ტელეფონის ზომა მართლაც იდეალურია. დაკეცილ მდგომარეობაში მოდელი ჯიბეში ზუსტად ეტევა და განსხვავებით უფრო მოგრძო მოდელებისგან მოუხერხებელი არ არის.

გარდა ამისა, განსხვავებით 2019 წლის მოდელისგან, გახსნისას სმარტფონს არანაირი ხმა არ აქვს. იდეალური ფორმის დამსახურებით კი დახურვისას ორ ნაწილს შორის არანაირი სივრცე არ რჩება.

The Razr სამ – ოქროსფერ, შავ და ვერცხლისფერ შეფერილობაში იქნება ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები