“მოუმატებს ხელისუფლება “აბაროტებს”?! ჩვენი მხრიდანაც იგივე იქნება,“-ეს განცხადება გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა TV პირველის ეთერში გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ გიგი უგულავას დაკავებამდე მსგავსი გზავნილი ბიძინა ივანიშვილმა უთხრა.
“მოუმატებს ხელისუფლება აბაროტებს?! ჩვენი მხრიდანაც იგივე იქნება. რა შეგვიძლია მან ნახა “გავრილოვის ღამეს”. რა შეუძლია ოპოზიციის ერთობას და რა შეძლო ოპოზიციამ, მან ნახა ფაქტობრივად დღეს. 8 მარტს თავისთავად შეთანხმების გაფორმების შედეგად”, — თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალმე ზურაბიშვილმა დღეს, 15 მაისს ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.
მათ საპატიმრო უკვე დატოვეს.
"ფაქტია, მისი ხელმოწერაა შეწყალების აქტზე და ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები"
ოქრუაშვილის პირველი კომენტარი საპატიმროს დატოვების შემდეგ.
"ბოქსირებული განყოფილებიდან გამოვედი" - უგულავას პირველი კომენტარი საპატიმროს დატოვების შემდეგ
"ივანიშვილმა ადვილად შესასრულებელი დაპირებაც ვერ შეასრულა" - ოქრუაშვილიც თავისუფალია