LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვამზადოთ ჟანგბადები, მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე!” – გიორგი ფხაკაძე

1051
-2020-12-20-12-17-15-002865

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მორიგი პირდაპირი ჩართვის მეშვეობით კოლეგებს და საზოგადოებას მიმართავს.

ფხაკაძე მესამე ტალღის თაობაზე ხალხს აფრთხილებს და ამასთან აღნიშნავს, რომ მომდევნო 2 კვირა ძალიან მძიმე იქნება.

„კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ყველა ბერკეტი, რასაც შეეძლო, შეეკავებინა, გაწყდა.

ჩემო კოლეგებო, მოემზადეთ-მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშუალებები, პირბადეები, ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ კარანტინის სისტემა სამედიცინო დაწესებულებებში.

გაუფრთხილდით თავს, თქვენ ხართ ფრონტის წინა ხაზზე თუ თქვენ გახდებით ავად, მოსახლეობა დარჩება ჯანდაცვის სისტემის გარეშე. თქვენ ხართ ახლა მთავარი. ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენ გულს და თქვენ პროფესიონალიზმს.

საქართველოში შემოვიდა ბრიტანული შტამი, რომელიც არის უფრო ვერაგი, რადგან უფრო სწრაფად ვრცელდება. გაუფრთხილდით თავს, მოემზადეთ.

იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს.

მივმართავ მოსახლეობას-გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები და ნუ შეგროვდებით ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ“, – ამბობს ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები