რა როლი აქვს გულსისხრძარღვთა სისტემის პათოლოგოებს კოვოდ-19-ის დროს – გადაცემის სტუმარია ბოხუას სახელობის  კარდიოვასკულარული ცენტრის კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი ზაზა კაციტაძე.

-ბატონო ზაზა, მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობას  გიხდით, რომ დრო გამონახეთ. დღეს ორი მნიშვნელოვანი კითხვა მექნება.  პირველი შეკითხვა ეხებათ მწეველებს და მათ რისკებს ახალ კორონავირუსთან  მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ზე ზოგადად ცოტა ინფორმაცია და მონაცემი არსებობს, გვაქვს  გავლენიანი სამეცნიერო ორგანიზაციების კვლევები  იმის თაობაზე, რომ თამბაქოს მომხმარებლებს შორის მაღალია ახალი კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობა, მაღალია გართულებების განვითარების რისკი და შესაბამისად ისინი ერთ-ერთი რისკ-ჯგუფი არიან.  რით არის განპირობებული ეს ყველაფერი და რატომ კეთდება აქცენტი მოწევაზე?

მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისათვის. პირველ რიგში,  ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სიგარეტი ფილტვებს აზიანებს.  ჩვენ ახალ ვსწავლობთ ახალ კორონავირუსს და მექანიზმებს, რომლითაც ის ამა თუ იმ ორგანოს აზიანებს.  მაგალითად, თავიდან მიიჩნეოდა, რომ ვირუსი არ აზიანებდა თირკმელებს და დაზიანება ხდებოდა მეორადად, არსებული ჰიპოქსემიის ფონზე. თუმცა ახლა ცხადია, რომ ეს ვირუსი  აზიანებს თირკმელებსაც და ღვიძლსაც. უშუალოდ ფილტვის დაზიანება  კი ერთ-ერთი აღიარებული თეორიის თანახმად შემდეგი მექანიზმით ხდება: ვირუსი იწვევს ფილტვის ქსოვილებში არსებული სისხლძარღვების გაფართოებას და ალვეოლების დაზიანებას. ამ დროს  სისხლის ძირითადი ნაკადი მიდის დაზიანებულ ადგილებში,  ჯანსაღ ადგილებში კი სისხლი ნაკლები რაოდენობით ხვდება. ეს დაავადება მიდის ფილტვის არტერიის ჰიპოტონიით, ხდება გაზთა ცვლის დარღვევა. როდესაც ადამიანი მწეველია, მას ისედაც დარღვეული აქვს ფილტვებში გაზთა ცვლის პროცესი, ალვეოლები უფრო ხისტია, შესაბამისად როდესაც დაზიანებულ ორგანოში კიდევ ვირუსი ვხდება, ორგანიზმს უფრო უჭირს გამკლავება და შესაბამისად მწეველებში უფრო დიდი რისკია, რომ მდგომარეობა გართულდეს და დაავადება უფრო აგრესიულია.

გადაცემის ლაივი LIVE

 

-ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იმ მწეველებმა, რომლებიც ისედაც რისკ-ჯგუფში არიან რაიმე ქრონიკული დაავადების ან თუნდაც ასაკის გამო, უნდა მიიღონ რადიკალური გადაწყვეტილება და მოწევას თავი დაანებონ, თუ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს?

რასაკვირველია სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება ადვილი არ არის, ამის პირადი გამოცდილებაც მაქვს, თუმცა რასაკვირველია სასურველია მათ მოწევას თავი დაანებონ. მწეველები, როგორც მაღალი რისკის მქონე ადამიანები უნდა იყვნენ მკაცრი კონტროლის ქვეშ და ნებისმიერი ჩივილის დროს  უნდა შემოწმდნენ კოვიდ-ინფექციაზე, იქნება ეს ჩვეულებრივი გრიპის ჩივილები თუ სხვა რამ. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ვერაგი დაავადება, არის შემთხვევები  როცა ის შეიძლება ცისტიტით გამოვლინდეს, ან მუცლის ტკივილით, დიარეით, რადგან შეიძლება ვირუსი პირველად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვდეს.  ასეთ დროს ის პირველად ფაღარათს იწვევს. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა დოზით ხვდება ვირუსი ორგანიზმში.  ამიტომაც არის ძალიან მაღალი  ლეტალური მაჩვენებელი ექიმებში, მათ შორის ახალგაზრდებში, რადგან პაციენტის ინტუბაციის დროს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ვირუსის ჩასუნთქვა ხდება და შემდეგ ფილტვების დაზიანებაც გაცილებით დიდია. ამიტომ ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის  დაცვას შესაბამისი ეკიპირებით.

-ბატონო ზაზა, გულის დაავადებების  ქონა რამდენად წარმოადგენს რისკ-ფაქტორს? რამდენად დიდი რისკის ქვეშ არის ადამიანი, რომელსაც აქვს ამ ტიპის პრობლემა და ამავდროულად კოვიდინფიცირებულია?

რასაკვირველია, გულის ქრონიკული დაავადება ერთ-ერთი  რისკ- ფაქტორია, მით უმეტეს თუ პაციენტი მწეველიც არის. სიგარეტის მოწევა + გულ-სისხლძარღვთა დაავადება საქართველოში ძალიან ხშირად  გვხვდება. ზოგადად სიგარეტის მოწევა  სისხლძარღვებს ახისტებს და იწვევს მათ დაზიანებას, ასევე გულის კორონარული არტერიების დაზიანებას,  გულის იშემიურ დაზიანებას, პერიფერიული არტერიების დაზიანებას  და ა.შ.  ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი ძალიან ვერაგი თვისებაა  ის, რომ მიდის მასიური თრომბოემბოლიური გართულებები.  ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნიშანია მაღალი D-დიმერი. ეს არის ცილა,  რომელიც გვხვდება ფილტვის  არტერიის ემბოლიზაციის დროს. ასეთ დროს D დიმერის მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება სისხლის ანალიზში.  შეიძლება ემბოლია მოხდეს გულის მკვებავ სისხლძარღვებში  და ამან ინფარქტი  გამოიწვიოს.  ამ დროისათვის გვაქვს ახალი  გაიდლაინები, რომელთა მიხედვითაც ამ პაციენტებს უნდა ვუმკურნალოთ მხოლოდ თრომბოლიზისით, უნდა მივცეთ დიდი დოზით ანტიკოაგულანტები, რასაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში მოჰყვეს გარკვეული გართულებები, მაგალითად  სისხლდენები,  ასე რომ ეს საკმაოდ რთულად სამართავი პაციენტები არიან.  ბუნებრივია პაციენტებს, რომელთაც გაკეთებული აქვთ სტენტირება ან რაიმე სახის ოპერაცია, ან აქვთ ქრონიკული დაავადება, მაქსიმალური ყურადღებით უნდა მივუდგეთ. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ თუნდაც ევროპაში ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი ასაკოვან პაცინეტებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.  მათ შორის არიან ბუნებრივის ისეთი პაციენტებიც, ვისაც გაკეთებული ჰქონდა სტენტირება ან შუნტირება და სწორედ ვირუსით ინფიცირების შედეგად წავიდა გართულებები და დადგა ლეტალური შედეგი. ამიტომ უნდა იყვნენ ეს ადამიანები მკაცრ კარანტინში და მათ განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ბავშვები.  ბავშვებს ძალიან იოლად გადააქვთ ვირუსი და უმეტესად, არ ურთულდებათ, თუმცა ისინი შეიძლება გახდნენ ვირუსის გადამტანები და ბებიის ან ბაბუისათვის ეს სასიკვდილო აღმოჩნდეს.

-დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ შეზღუდებზე, რომლებიც მოქმედებს. მინდა გკითხოთ როგორც პრაქტიკოს ექიმს: თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს სტატისტიკა ქვეყანაში, მაგალითად ინფიცირებულთა რაოდენობის ან გამოჯანმრთელებულების  მატება  იმისათვის, რომ  რაღაც დოზით მაინც მოვხსნათ ეს შეზღუდვები, რომლებიც ძალიან მძიმედ აწვება  ქვეყნის ეკონოკიკურ მდგომარეობას ?

ბუნებრივია, შეზღუდვები ერთიანად ვერ მოიხსნება, რათა არ მოხდეს  მასიური გავრცელება. შეზღუდვების მოხსნა მოხდება მაშინ, როცა წავა მყარი კლება ახალი შემთხვევების.  თუ დავაკვირდებით, ბოლო დღეებში იყო ერთ დღეში 30 შემთხვევა, მერე 4 ან 5, დღეს 11 ახალი შემთხვევაა. ეს არ არის მყარი კლება.  როდესაც სადღაც ერთი კვირა სახეზე იქნება მყარი კლება, ალბათ ამაზე საუბარი შემდეგ შეიძლება, ეს ვადები ზოგადად უფრო ეპიდემიოლოგების კომპეტენციაა.  როგორც მათგან ვიცით, ამ კვირის და მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ველით დიდ პიკს, იმიტომ რომ სადღესასწაულო დღეებში იყო მასიური შეკრებები და შეიძლება მომხდარიყო მასიური დასნებოვნება, ეს გამოჩნდება ამ დროის განმავლობაში.  როგორც კი მოხდება მყარი კლება და  ჯაჭვის გაწყვეტა, შემდეგ ნელ-ნელა შეზღუდვებიც მოიხსნება. ვიცი და მესმის, რომ  ეს ძალიან ძნელია და ჩვენს თანამოქალაქეებს უჭირთ, მაგრამ მეტი გზა უბრალოდ არ არის, უნდა დაველოდოთ პიკის გადავლას და კლებას, რადგან თუ აფეთქება მოხდა,  შეიძლება ამან ქვეყანა გადაიყოლოს.

კატეგორიები: ჯანმრთელობა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05